იაგო ხვიჩია - ბატონი ჯუანშერი იმედია, ნატო-ში საქმეს არ გაგვიფუჭებს

ბატონი ჯუანშერი „შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო", ხომ გაგიგიათ ანდაზა - იმედია, ნატო-ში საქმეს არ გაგვიფუჭებს,- ამის შესახებ "გირჩის" დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც ჯუანშერ ბურჭულაძისთვის ნატო-ში ელჩად წარდგენის შეთავაზებას გამოეხმაურა.

ხვიჩია აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი "ოდიოზური" მინისტრია. რაც შეეხება ცვლილებებს, მისი განცხადებით, როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე შეიცვლება, მაშინ შეიძლება არსებით ცვლილებებზე საუბარი.

"წინა პრემიერი რომ გადადგა, ერთი მინისტრიც არ გადამდგარა, ახლა ღარიბაშვილს ერთი მაინც გაჰყვა. ანუ, ეს ცოტა უფრო უფლებიანი პრემიერ-მინისტრი ყოფილა, თავდაცვის მინისტრი გააყოლეს. "ქართული ოცნების" პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტი ფორმალური თანამდებობაა, რეალური თანამდებობაა პარტიის საპატიო თავმჯდომარე. როცა პარტიის საპატიო თავმჯდომარე შეიცვლება, მაშინ შეგვიძლია არსებით ცვლილებებზე ვიფიქროთ.

ამ წუთას ბიძინა ივანიშვილმა მთავრობის სხვა წევრების შეცვლა არ გადაწყვიტა. სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის შემდეგ პრემიერ-მინისტრების გადასაწყვეტი არ ყოფილა არასდროს, რომელი მინისტრი დარჩება და წავა. ზერელე დაკვირვებითაც ჩანს, რომ ჩვენი პრემიერ- მინისტრები მთლად პრემიერ - მინისტრები არ არიან. ბატონი ჯუანშერი "შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო", ხომ გაგიგიათ ანდაზა. დაახლოებით ამას მახსენებს ეს ამბავი. წარმოუდგენელი მგონია, ერთ-ერთი ოდიოზური მინისტრი, რომელმაც თავი იმით გამოიჩინა, რომ თავდაცვის კოდექსი იძულებით მიიღო. არ ვიცი რა მოლოდინები გვაქვს, მაგრამ იმედია საქმეს არ გაგვიფუჭებს ბატონი ჯუანშერი იმ ვადაში, რა ვადითაც იქნება იქ,"- განაცხადა ხვიჩიამ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის