"ევროპის უნივერსიტეტის" ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ორგანიზებით ქრონიკული დაავადებების შესახებ პირველი მასშტაბური კონფერენცია გაიმართა

31 იანვარს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული პროფესორის და ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის რამაზ ყურაშვილის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე: "ქრონიკული დაავადებების რისკის ფაქტორებიდან ინტერვენციულ პრევენციამდე" გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის უნივერსიტეტი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, კონფერენციაზე ასევე გაიმართა რამაზ ყურაშვილის ავტორობით გამოცემული წიგნის "დიაბეტის ლექსიკონი - ტერმინები და მათი განსაზღვრა" პრეზენტაცია.

“კონფერენციაზე მოხსენებით "ევროპის უნივერსიტეტის" ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები: - "ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული პროფესორი, ენდოკრინოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რამაზ ყურაშვილი, ⁠"ევროპის უნივერსიტეტის" აფილირებული ასოცირებული პროფესორი ლალი ნიკოლეიშვილი, ⁠"ევროპის უნივერსიტეტის" ასოცირებული პროფესორი მედეა ამაშუკელი, "ევროპის უნივერსიტეტის" ასისტენტ პროფესორი ⁠ნათია ჩხეიძე, ⁠"ევროპის უნივერსიტეტის" მოწვეული ლექტორი თამარ ზერეკიძე, "ევროპის უნივერსიტეტის" პროფესორი ⁠მაკა ბულეიშვილი წარდგნენ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს