შვედეთის ელჩი - უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი

საქართველო უახლოვდება საპარლამენტო არჩევნებს და ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ეს არჩევნები იყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი, რაც ასევე ხაზგასმული იყო ევროკომისიის გაფართოების ანგარიშში და არის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი, - ამის შესახებ საქართველოში შვედეთის ელჩმა, ანა ლიბერგმა ევროკავშირისა და „სამართლიანი საქართველოს“ ახალი პროექტის - „თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო პროცესების ხელშეწყობა საქართველოში“ - პრეზენტაციაზე განაცხადა.

„თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს დემოკრატიის განვითარებაში. ეს მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, გამოხატონ თავიანთი ნება და თავად განსაზღვრონ ქვეყნის ბედი. თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მნიშვნელობა ეუთო/ოდირის გაიდლაინებშიც არის ხაზგასმული, სადაც აღნიშნულია, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საერთაშორისოდ აღიარებული საარჩევნო პრინციპების მიხედვით და უნდა იყოს უნივერსალური, თანასწორი, თავისუფალი და ფარული“, - აღნიშნა ელჩმა სიტყვით გამოსვლისას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე