ანონსი  2 თებერვალი

2 თებერვალს, 10:30 საათზე, ბათუმის ცენტრალურ ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი მზია ქედელიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „როგორ აისახა ჯანდაცვის ახალი რეგულაციები პაციენტთა მდგომარეობაზე“.

მის: ბათუმი, ვახტანგ გორგასლის ქ.28

საკონტაქტო: ლია ჯაყელი 577 30 20 88

2 თებერვალს, 11:00 საათზე, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი ულტრამემარჯვენე ჯგუფების საქმიანობაზე 8 თვის განმავლობაში განხორციელებული დაკვირვების შედეგების პრეზენტაციას გამართავს.

თემა: ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქტივობა სოციალურ ქსელებში, ულტრამემარჯვენე ჯგუფების შეკრება-მანიფესტაციებზე დაკვირვება, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს" საქმიანობა და ფინანსური მონიტორინგი.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13 (სასტუმრო „თბილისი მარიოტი“, თამარ მეფის დარბაზი)

2 თებერვალს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ანალიტიკოს, ზაალ ანჯაფარიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „სამთავრობო ცვლილებები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

2 თებერვალს, 13:00 საათზე, ოზურგეთის სოფელ მერიაში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი და პარტიის რეგიონალური მიმართულების მდივანი გიორგი ბოტკოველი, მოსახლეობასთან ერთად დაათვალიერებს ტერიტორიას, სადაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ, ენმ-ის პარტიის ინიციატივით აეროპორტი აშენდება.

მის: ოზურგეთი, სოფელი მერია, ყოფილი სამეხდრო აეროპორტი

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია 599 43 43 08

2 თებერვალს, 15:30 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2023“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი 6 საპრიზო კატეგორიაში 2023 წლის გამარჯვებულებს დააჯილდოვებს, ხოლო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელს, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, დოქტორი ტიბორ კოზმა გამოავლენს.

2 თებერვალს, 17:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია