მამუკა მდინარაძე - თუ ხალხმა მხარი არ დაგიჭირა, რაც არ უნდა სწორი ხედვა გქონდეს, პატრიოტული მოტივები გამოძრავებდეს, ამ ყველაფერს ვერ იზამ - როდესაც ხალხის სიბრძნეზე ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე, სწორედ ამას გულისხმობდა

როდესაც ჩვენ დეოკუპაციაზე ვლაპარაკობთ, ეს დაკავშირებული საკითხია ევროპული გზასთან, ეკონომიკურ განვითარებასთან. ეს საკითხები ერთმანეთში იმდენად არის შერეული, ამის ყველაზე კარგი გაგებით, რომ ამას მარტივი მოქმედებები არ სჭირდება. მან [ირაკლი კობახიძემ] ბუნებრივია, აღნიშნა და მისასალმებელია, რომ არ გამორჩენია ისიც, რომ ამ მიზნებს ჩვენ ბოლო სამი წლის განმავლობაში, განსაკუთრებულად დავუახლოვდით, - ამის შესახებ პარტია "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძემ ხაზი გაუსვა "ქართული ოცნების" დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლს ბოლო სამი წლის მანძილზე დასახულ მიზნებთან დაახლოებაში.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია ხალხის დამსახურებაც და სწორედ ამას გულისხმობდა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე, როდესაც ხალხის სიბრძნეზე საუბრობდა.

"პირველ რიგში, ეს არის ქართველი ხალხის, შემდეგ ქვეყნის ხელმძღვანელობის, მათ შორის ირაკლი ღარიბაშვილის დამსახურება და ბუნებრივია, რომ არა ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ არც ამის საშუალება მოგვეცემოდა. მისი ხელმძღვანელობით დაწყებული რეფორმები რომ არა, 2012 წელზე აღარაფერს ვამბობ და შემდეგ რჩევებზე, რომელიც უკვე გავამხილეთ - ესენი რომ არა, ეს მარტივად არ მოხდებოდა. როდესაც შენ სწორ გზაზე დგახარ, ამის შემოქმედი არის ერთი ადამიანი, შემდეგ მენეჯმენტად ჩაშლილი ეს ყველაფერი და ხალხი ამაში მხარს გიჭერს. როდესაც ხალხის სიბრძნეზე ლაპარაკობდა ირაკლი კობახიძე დღეს, სწორედ ამას გულისხმობდა: თუ ხალხმა ამ ყველაფერში შენ მხარი არ დაგიჭირა, რაც არ უნდა სწორი ხედვა, ენთუზიაზმი და ჟინი გქონდეს, რაც არ უნდა პატრიოტული მოტივები გამოძრავებდეს და სიყვარული გქონდეს შენი ქვეყნის, ხალხის სიბრძნე რომ არა, ამ ყველაფერს ვერ იზამ. შესაბამისად, ამ მოკლე სიტყვაში [კობახიძემ] ეს ყველაფერი ჩაატია და ვფიქრობ, შედარებით დაწვრილებით ჩვენ მოვისმენთ მისი საპროგრამო გამოსვლის დროს." - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მისი განცხადებით, ირაკლი კობახიძე, თავისი თვისებებით ბუნებრივად აჩენს იმედებს .

"შეიძლება მე პირადად ძალიან სუბიექტური ვიყო ირაკლი კობახიძის მიმართ, რაც ბუნებრივი ამბავია, მაგრამ, ეს არის ადამიანი, რომელიც ამ იმედს, ოდნავ თუ მას ვინმე იცნობს და იცნობს მთელი ქვეყანა, ბუნებრივად აჩენს თავისი ყველა იმ თვისებით, რომელზეც ჩვენ უკვე ვილაპარაკეთ." - განაცხადა მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში.

ანდრო გოცირიძე - ხელისუფლება ეცდება, პოლიტიკური ველი მოასუფთავოს ოპონენტებისგან, რომლებიც მას კურსის ცვლილების გამო დაუპირისპირდნენ და მოსუფთავებული ნიშა დაუთმოს აშკარად პრორუსულ პოლიტიკურ პარტიებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.11.2025
საქართველოს Wendy’s-მა APMEA საერთაშორისო სამიტზე სამი მთავარი ჯილდო მოიპოვა
თორნიკე შენგელია „არქის“ „გრანდ ავენიუს“ პროექტის ინვესტორი გახდა
„არქი“ ბიზნესპარტნიორთან, გიორგი მამარდაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კორპო - თანამშრომლებზე ზრუნვის ინსტრუმენტი ორგანიზაციებისთვის - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ ახალი განაცხადი - გაძლიერებული, გაუმჯობესებული და თანამედროვე ორგანიზაციებზე მორგებული ჯანმრთელობის დაზღვევა
ასამდე ბენეფიციარი და 400 ათას ლარამდე განხორციელებული მხარდაჭერა - სილქნეტი  „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის ანგარიშს აქვეყნებს
ჩინეთის ელჩი საქართველოში - ჩინეთი ადგენს განვითარების გეგმას, რომელიც არასტაბილურ მსოფლიოს სიმტკიცეს შესძენს
„გორგიაში“ ნანატრი დღეები უკვე დაიწყო