იოავ გალანტი - ისრაელის სამხედროები ხან იუნისში წარმატებას აღწევენ

ისრაელის სამხედრო ოპერაცია ღაზას სამხრეთ ნაწილში, ხან იუნისში პროგრესს აღწევს და შთამბეჭდავ შედეგებს იძლევა, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა განაცხადა.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს მისიებს ხან იუნისში და ასევე მივაღწევთ რაფაჰს და აღმოვფხვრით ტერორისტულ ელემენტებს, რომლებიც გვემუქრებიან“, - აღნიშნა იოავ გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელს სამხედრო ოპერაციები მძევლების დაბრუნებასთან აახლოებს.

„ისრაელის სამხედრო ოპერაციები, რომელთა სამიზნე მიწაზე და მიწის ქვეშ ტერორისტები არიან, მძევლების დაბრუნებასთან გვაახლოებს, რადგან „ჰამასი“ მხოლოდ ზეწოლაზე რეაგირებს“, - აღნიშნა გალანტმა.

მისი თქმით, ისრაელის ძალებმა ამ დრომდე „ჰამასის“, დაახლოებით, 10 000 მებრძოლი გაანადგურეს, კიდევ 10 000 კი - დაჭრილია.

"ეს არის სერიოზული დარტყმა, რომელიც ანადგურებს „ჰამასის“ შესაძლებლობებს,“- აღნიშნა ისრაელის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში