მამუკა მდინარაძე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უგულავას განცხადებაზე - ამაყად რომ გამოდის, მოვიგეო, პირველი ნაწილი იმიტომ წააგო, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა, უნდოდა, სასამართლოსთან ბრძოლის ნაწილად ექცია თავისი ე.წ ქეისი

ახლა [გიგი უგულავა] ამაყად რომ გამოდის მოვიგეო, პირველი ნაწილი იმიტომ წააგო, რომ ძალიან ცუდი და ბოროტი განზრახვა ჰქონდა. უნდოდა, თავისი ე.წ ქეისის საქმე სასამართლოსთან ბრძოლის ნაწილად ექცია ეს, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რითაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, გიგი უგულავას სასამართლოს მიერ, უკვე საბოლოოდ დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტიდან მოპარვის, გაფლანგვის ფაქტი და ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე კრიმინალი.

„რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დიდ ბოროტებასთან გვქონდა საქმე. მას [გიგი უგულავას] ორი მიმართულებით ჰქონდა გასაჩივრებული: ერთი მთავარი მიმართულება, ბოროტებას რასაც დავარქმევდი, იყო თადუმაძის არჩევის წესთან დაკავშირებით. აქ სასამართლომ დაუშვებლად ცნო, ანუ, საქართველომ ეს ნაწილი მოიგო. რაც შეეხება მეორე მიმართულებას, როდესაც შალვა თადუმაძე უკვე გენერალური პროკურორი იყო, მაშინ ეს საქმე სააპელაციო სასამართლოში განიხილებოდა და მისი მოთხოვნის ნაწილი იყო, რომ სამართლებრივად მას არ ჰქონდა უფლება განეხილა, როდესაც უკვე უზენაეს სასამართლოში ამ საქმეს დახვდა, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და იმ კოლეგიის ერთ-ერთი წევრი. სტრასბურგის სასამართლოს არ უთქვამს, რომ სამართლებრივად ეს პრობლემაა, თუმცა იმსჯელა იმაზე, რომ ეს არ იყო ერთ-ერთი მიმდინარე რიგითი საქმე.

არცერთი სიტყვა იმასთან დაკავშირებით, რომ რაიმე მტკიცებულების მოპოვების მომენტში უკანონობა იყო ჩადენილი სახელმწიფოს მხრიდან, ან არაკანონიერი იყო, ან მისი უფლება დაირღვა, ან არ მოუპარავს მას ის მილიონები, რომელიც მოიპარა, მის დანაშაულთან და მსგავს საკითხებთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი [არ თქმულა]. გადმოცემით ვიცი, რომ კარგი, უპრიანი იქნებოდა, რომ მას, რადგან სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს შალვა თადუმაძე იყო გენერალური პროკურორი, უზენაეს სასამართლოში ეს რეზონანსული საქმე აეცილებინა, რადგან ცნობილი იქნებოდა მისთვის ამ საქმის შესახებ და მიკერძოების ნაწილში შეიძლება გარკვეული პრობლემები ყოფილიყო. მას [გიგი უგულავას] სასამართლოს მიერ, უკვე საბოლოოდ ეჭვშეუტანლად დადასტურებული აქვს რამდენიმე ათეული მილიონის ბიუჯეტიდან მოპარვის, გაფლანგვის ფაქტი. მან ეს ზიანი ჩვენს ქვეყანას მიაყენა და ის არის სისხლის სამართლის დამნაშავე კრიმინალი,“ - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს