კენიაში გაზის აფეთქების შედეგად გაჩენილ ხანძარს მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულია 200-ზე მეტი ადამიანი

კენიის დედაქალაქ ნაირობიში გაზის აფეთქებას მინიმუმ 2 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, დაშავებულია 222 ადამიანი, მათ შორის 25 ბავშვი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდაპირველად სატვირთო მანქანა აფეთქდა, რომელსაც ბუნებრივი აირი გადაჰქონდა. აფეთქებამ ხანძარი გამოიწვია და ტექსტილისა და ტანსაცმლის საწყობი, რამდენიმე ავტომობილი და კომერციული და საცხოვრებელი ფართები დააზიანა.

მთავრობის პრესსპიკერის, ისააკ მუაურას განცხადებით, შეიქმნა სამეთაურო ცენტრი, რომელიც სამაშველო ოპერაციების კოორდინაციას განახორციელებს.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე