„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემოღებული რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტებზე და შედეგიც ხშირად სავალალოა

საქართველოს მთავრობის მიერ სხვადასხვა რეგულაციის შემოღების შედეგად, კლინიკები იძულებულები გახდნენ შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, რის შედეგადაც კლინიკები დღეების განმავლობაში ვერ იღებენ პაციენტებს. ახალი რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტებზე და ფაქტია, რომ პაციენტების მდგომარეობა უფრო მძიმდება და შედეგიც ხშირად სავალალოა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, მზია ქედელიძემ განაცხადა.

მზია ქედელიძის განცხადებით, „საქართველოს მთავრობის მიდგომები სამედიცინო დაწესებულებების მიმართ ვერ უძლებს ვერანაირ კრიტიკას.

„სხვადასხვა რეგულაციის შემოღების შედეგად კლინიკები იძულებულები გახდნენ კატასტროფულად შეემცირებინათ რეანიმაციული საწოლების რაოდენობა, რის შედეგადაც ვეღარ ხდება შესაბამისი პაციენტების მიღება . კლინიკები დღეების განმავლობაში ვერ იღებს პაციენტებს.

კლინიკები იძულებული არიან მიიღოს პაციენტები კანონმდებლობიდან გამომდინარე ჯარიმების აცილების მიზნით და შემდეგ ეძებენ ადგილს სხვა კლინიკებში მთელი რეგიონის მასშტაბით, რაც სარისკოა ასეთი ტიპის პაციენტებისთვის ვისაც სჭირდება სასწრაფო რეანიმატოლოგიური მკურნალობა, რადგანაც კლინიკამ უნდა უზრუნველყოს მისი გადაყვანა რეანიმობილით და ამ დამძიმებული ვირუსული დაავადებების ფონზე სახელმწიფო არ და ვერ სთავაზობს ალტერნატიულ გამოსავალს გარდა ერთისა. კლინიკების დაჯარიმების და დასჯისა.

ახალი რეგულაციები ცუდად მოქმედებს პაციენტის არსებულ მდგომარეობაზე. მკურნალობა რომელზეც დამოკიდებულია პაციენტის შემდგომი სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეფერხებულია, რადგანაც უადგილობის გამო შეიძლება გადაყვანილი იქნას სხვა ქალაქში ან რეგიონში, მოგეხსენებათ მაშინ როდესაც პაციენტს დარღვეული აქვს სასიცოცხლო ფუნქციები, დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ფაქტია პაციენტის მდგომარეობა უფრო მძიმდება და შედეგიც ხშირად სავალალოა“, - განაცხადა მზია ქედელიძემ, რომლის კომენტარსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია