პაატა მანჯგალაძე - ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე დააწინაურეს, მე ვიტყვი, რომ ის არ დააწინაურეს - CV-ში შეიძლება ჩაწეროს, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არც ირაკლი კობახიძისთვის არ ხდება უკეთესი

ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე დააწინაურეს, მე ვიტყვი, რომ ის არ დააწინაურეს - CV-ში შეიძლება ჩაწეროს, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არც ირაკლი კობახიძისთვის არ ხდება უკეთესი, - ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ გენერალური მდივანი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას.

მისივე თქმით, ადამიანი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს რეალურად მართავდა და ფლობდა ძალაუფლებას, „გადაიყვანეს მთავრობაში, სადაც არავინ არაფერს არ ეკითხება”.

ირაკლი კობახიძემ თავი ქართველ ხალხს, სამწუხაროდ, მხოლოდ ე.წ რუსული კანონით დაამახსოვრა. რუსული კანონის მთავარი მხარდამჭერი ირაკლი კობახიძე იყო. ახლა „ქართული ოცნება“ ეიფორიაშია. ბევრი ექსპერტი ამბობს, რომ ირაკლი კობახიძე დააწინაურეს, მე ვიტყვი, რომ ის არ დააწინაურეს. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ირაკლი კობახიძე დააწინაურეს, მაშინ მოიკითხონ სად არიან „ქართული ოცნების” წინა პრემიერ-მინისტრები. საქართველოს პარლამენტში ირაკლი კობახიძეს ჰქონდა 100%-იანი ტოტალ კონტროლი დაწესებული ერთ-ერთ შტოზე - საკანონმდებლო ორგანოზე. ეგ არის დაწინაურება? ადამიანი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს რეალურად მართავდა და ფლობდა ძალაუფლებას, გადაიყვანეს მთავრობაში, სადაც არავინ არაფერს არ ეკითხება. CV-ში შეიძლება ჩაწეროს, რომ იყო პრემიერ-მინისტრი, მაგრამ არც ირაკლი კობახიძისთვის არ ხდება უკეთესი”, - განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!