გიორგი ვაშაძე - აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში, „მაიქროსოფთის“, „ამაზონისა“ და „გუგლის“ წარმომადგენლებს ვხვდებით - საქართველოს შანსი აქვს, რეგიონის ლიდერი იყოს

“გამარჯვების კოალიციის“ ლიდერებმა - გიორგი ვაშაძემ და თინა ბოკუჩავამ აშშ-ს ციფრულ პალატაში შეხვედრა გამართეს.

როგორც „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე, გიორგი ვაშაძე აღნიშნავს, საქართველოს შანსი აქვს, რომ მსხვილი ამერიკული და ევროპული ინვესტიციები მოიზიდოს.

მისივე თქმით, არჩევნებში გამარჯვების შემდგომ, ოთხ წელიწადში საქართველოში უმუშევარი ადამიანი აღარ იქნება.

“რა არის ჩვენი N1 საჭიროება საქართველოში? - ანაზღაურება და ღირსეული სამუშაო ადგილები, ამიტომ ვართ ამერიკაში. ახლა ვიმყოფებით აშშ-ს ციფრულ სავაჭრო პალატაში, ვხვდებით, „მაიქროსოფთის“, “ამაზონისა“ და „გუგლის“ წარმომადგენლებს, ძალიან ბევრ კომპანიას და რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი იყოს რეგიონის ლიდერი და მოვიზიდოთ ძალიან ბევრი ამერიკული ინვესტიცია, შევქმნათ ტექნოლოგიური ცენტრი საქართველოში. ჩამოვიტანოთ ცოდნა, კვალიფიკაცია და გამოცდილება, დიდი კომპანიები ჩამოვიყვანოთ, რომ ეკონომიკური განვითარების სწრაფი ნახტომი გავაკეთოთ, რათა შევქმნათ მაღალანაზღაურებადი, ღირსეული სამუშაო ადგილები და რაც მთავარია, ამისთვის ვემზადებით.

ძალიან ფართო წრეებთან გვაქვს საუბარი და ყველა ელოდება ჩვენს დიდ გამარჯვებას ოქტომბერში, რის შემდეგაც სრულიად ახალი ტრანსფორმაციის გეგმას დავიწყებთ. საქართველოში ოთხ წელიწადში უმუშევარი ადამიანი არ იქნება - ამის პირობას გაძლევთ ვაშინგტონიდან და სწორედ ეს არის ჩვენი ვიზიტის მთავარი მიზანი,“ - განაცხადა ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც „სტრატეგია აღმაშენებელი“ ავრცელებს.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს