„აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით, 5 ქართული ბრენდი ბავშვის ტანსაცმლის უმსხვილეს გამოფენაზე - Playtime Paris წარდგა

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ორგანიზებითა და თანადაფინანსებით, ბავშვთა ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდები უმსხვილეს გამოფენაზე - Playtime Paris 2024-ზე წარდგნენ. ინფორმაციას „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 27-29 იანვარს, პარიზში გამართულ მსოფლიოს ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მოდის გამოფენაზე, სააგენტოს მხარდაჭერით, 5 ქართული კომპანიის პროდუქცია გამოიფინა: „ეშვი კიდსი“, „რკო“, Giraffe Kids, Salle de Mode და Retro kids.

„საერთაშორისო გამოფენა PLAYTIME ბავშვის ტანსაცმლის სექტორში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ღონისძიებაა, რომელიც ტრენდებსა და ხარისხზეა ფოკუსირებული. გამოფენას 50 სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე ბრენდი და 5 000 ვიზიტორი ესწრება.

Playtime Paris-ის მონაწილე ბრენდები დამთვალიერებელს უახლეს კოლექციებს და მომავალი სეზონის ტრენდებს წარუდგენენ. გამოფენა საუკეთესო პლატფორმაა კომპანიებისთვის, რათა პოტენციურ კლიენტებსა და ბაიერებს შეხვდნენ და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობები დაამყარონ.

ღონისძიება ქართული კომპანიებისთვის საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ქართული საბავშვო ტანსაცმლით რამდენიმე საერთაშორისო ბაიერი დაინტერესდა ისეთი ბაზრებიდან, როგორებიცაა: საფრანგეთი, ჩინეთი, გერმანია, კორეა, იტალია და სხვა.

ქართულმა კომპანიებმა საცდელი შეკვეთები მიიღეს და ამ ეტაპზე, საბოლოო შეკვეთების გაფორმებასთან დაკავშირებით, საერთაშორისო დამკვეთებთან, კონკრეტული მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე