გივი მიქანაძე ISFED-ის და IDFI-ის განცხადებაზე - სამწუხაროა, მაგრამ ეს არის არასამთავრობო სექტორის ამ წარმომადგენლების მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობა

სამწუხაროა, მაგრამ ეს არის არასამთავრობო სექტორის ამ წარმომადგენლების მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ISFED-ის და IDFI-ის განცხადებას პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის მათი მონაწილეობის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მათი მხრიდან ეს განცხადება მანიპულაციურია, რადგან „იციან, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებების მისაღებად მთელი ეს პროცესები გადაინაცვლებს საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ დასწრება, დამაზუსტებელი კითხვის დასმა, საკუთარი არგუმენტის და საკანონმდებლო წინადადებების წარმოდგენა”.

„სამწუხაროა, მაგრამ ეს არის არასამთავრობო სექტორის ამ წარმომადგენლების მხრიდან მორიგი სიცრუის ტირაჟირების მცდელობა, გამომიდინარე იქიდან, რომ როგორც 12-პუნქტიან გეგმაში, ასევე 9 რეკომენდაციაზეც ჩვენ ვმუშაობთ და ეს თავიდანვე გაცხადებული იყო. ვმუშაობთ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმასთან, რომელიც დაახლოებით, 200-მდე არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. ეს ორგანიზაციები 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების დროს იყვნენ ამ პლატფორმის წევრი, შემდგომში რატომ მოხდა მათი გამიჯვნა ან რატომ აღარ არიან ისინი იქ, ეს ჩვენი გადასაწყვეტი საკითხი არც არის და ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს. ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრას ამ პლატფორმასთან იმ შეხვედრების ფორმატში, რომელიც უკვე ორჯერ ჩატარდა და უახლოეს პერიოდში მესამე ასეთივე შეხვედრა იგეგმება. თუმცა მანიპულაციურია მათი მხრიდან ეს განცხადება, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ საბოლოო ჯამში გადაწყვეტილებების მისაღებად მთელი ეს პროცესები გადაინაცვლებს საკომიტეტო მოსმენებზე, სადაც მათ თავისუფლად შეუძლიათ დასწრება, დამაზუსტებელი კითხვის დასმა, საკუთარი არგუმენტის წარმოდგენა, ასევე საკანონმდებლო წინადადებების წარმოდგენა. ეს არის მთავარი მექანიზმები და შესაძლებლობები, რომელიც საპარლამენტო ცხოვრებისთვის რეგლამენტით არის განსაზღვრული, რასაც ისინი ყოველთვის იყენებდნენ და არც ახლა არიან შეზღუდული ამ მონაწილეობით და ჩართულობით. ამიტომ ის ფაქტი, რომ მათი ჩართულობა უზრუნველყოფილი არ არის სიცრუეს წარმოადგენს. ისინი უბრალოდ არ არიან იმ გაერთიანების მონაწილე, რომელთანაც მუდმივად ამ რეკომენდაციების ფარგლებში მიმდინარეობდა თანამშრომლობა. გამონაკლისების გაკეთება ვერ მოხდება. მაშინ სხვა ორგანიზაციებს, რომელიც ასევე არ არის ამ პლატფორმის წევრი, რატომ არ უნდა შევთავაზოთ მონაწილეობა. ამიტომ მათთვის მთავარი არეალი თავიანთი ჩართულობისა და მონაწილეობის უნდა იყოს საკანონმდებლო წინადადებების წარმოდგენა და საკომიტეტო მოსმენების დროს ამ პროცესებში აქტიური ჩართულობა”,- განაცხადა გივი მიქანაძემ.

ინფორმაციისთვის, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ (ISFED) დირექტორის მოადგილემ ლევან ნატროშვილმა და „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ (IDFI) თანადამფუძნებელმა, გიორგი კლდიაშვილმა პარლამენტში ევროკომისიის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესის მათი მონაწილეობის გარეშე წარმართვასთან დაკავშირებით „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „თავისუფალი სტუდია“ ისაუბრეს. ISFED-ში და IDFI-ში აცხადებენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ აქვს მზაობა ევროკავშირის რეკომენდაციების საკითხზე სამუშაო პროცესი ინკლუზიურად წარიმართოს, რაც დიდი პრობლემაა.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
„თიბისი ლიზინგის“ და „რენო საქართველოს“ სპეციალური შეთავაზება ახალი ავტომობილის შეძენისას
რამდენიმეთვიანი დაუღალავი შრომის შედეგად, პრივატ კლინიკამ და მცხეთის სამედიცინო ცენტრმა საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანიზაციის უმაღლესი შეფასება - EQuIP7 მიიღო
GM PHARMA-ში თანამშრომლების პროფესიულ განვითარებაზე მუდმივი ზრუნვა გრძელდება – კომპანიაში მიკრობიოლოგიური კონტროლის საერთაშორისო ტრენინგი ჩატარდა
იმედი L ჯანმრთელობის ინდივიდუალური დაზღვევის - უნოს მომხმარებლებს საჩუქრებს სთავაზობს
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის