თინა ბოკუჩავა - ბიზნესის მომავალი სწორედ ციფრული ბიზნესია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ ათი ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო

ბიზნესის მომავალი სწორედ ციფრული ბიზნესია, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ შევქმნათ ათი ათასობით მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი, ხელისუფლების ცვლილებაა საჭირო, - ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ოფიციალური ვიზიტით ამერიკაში იმყოფებიან, ისინი „გამარჯვების კოალიციის“ ფარგლებში, აშშ- ში შეხვედრებს აგრძელებენ. მათ შეხვედრა ციფრულ პალატაში გამართეს.

„ბიზნესის დიდი მომავალი სწორედ ციფრული ბიზნესია. საქართველოს შეუძლია, იყოს მოწინავე ქვეყანა ამ თვალსაზრისით. ეს მოგვცემს შესაძლებლობას, რომ შევქმნათ ათი ათასობით ახალი, მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი, ამისთვის კი, ხელისუფლების ცვლილება გვჭირდება, რათა ეს იდეები შემოვიტანოთ და განვახორციელოთ საქართველოში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს