„თიბისის“ მხარდაჭერით საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლებს

„თიბისისა“ და მთის ტრასების სააგენტოს (ემ.თი.ეი) პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო მთის კურორტების მთავარ მოვლენას, მსოფლიო თასებს სნოუბორდსა და სკი კროსში გუდაურსა და ბაკურიანში უმასპინძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 3-4 თებერვალს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით (FIS), გუდაურში პირველად გაიმართება მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში. საერთაშორისო ღონისძიებაზე მსოფლიოს წამყვანი 17 ქვეყნის 90 სპორტსმენი იასპარეზებს.

„10-11 თებერვალს სკი კროსის დისციპლინის მასპინძელი ბაკურიანი იქნება. გასულ წელს საქართველომ ბაკურიანში უმასპინძლა მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, შესაბამისად, საპატიო ადგილი დაიკავა მსოფლიო რუკაზე ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. წარმატებით ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა FIS-ის ყურადღება ჩვენი ქვეყნისადმი, სწორედ ამიტომ საქართველო, კერძოდ კი გუდაური და ბაკურიანი ყოველწლიურ კალენდარში მოხვდა.

მსოფლიო თასის ეტაპების მხარდაჭერით, „თიბისი“ აგრძელებს მნიშვნელოვანი პროექტებისა და ინიციატივების ხელშეწყობას, რითაც ახალ თაობას უფართოებს შესაძლებლობებს, ხელს უწყობს საქართველოში სპორტის განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი