გივი მიქანაძე იაპონიის ელჩს შეხვდა

პარლამენტის განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე საქართველოში იაპონიის ელჩს, იშიძუკა ჰიდეკის შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. განიხილეს საპარლამენტო კავშირების გაღრმავების მიზნით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომიტეტის წევრების იაპონიაში ვიზიტისა და მაღალი დონის შეხვედრების უზრუნველყოფის საკითხი. საუბარი შეეხო ორი ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას.

ამასთან, ნათქვამია, რომ განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა განათლების სექტორში ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის მხარდაჭერაზე.

„ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვან მხარდაჭერაზე, რომელსაც იაპონია ახორციელებს საქართველოსთან მიმართებაში. კერძოდ, იაპონელი ექსპერტი ჩართულია სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესში, რომელიც განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს ეხმარება. ელჩს ვთხოვეთ აღნიშნული მიმართულებით ექსპერტს გაუგრძელდეს საკუთარი მანდატი. ვისაუბრეთ დმანისის მუნიციპალიტეტში ქართულენოვანი საბავშვო ბაღის აშენებისა და საქართველოს პარლამენტის სტამბისთვის იაპონური დანადგარების გადმოცემის საკითხებზე.

შეხვედრაზე განხილულ ყველა თემას, იაპონიის ელჩის მხრიდან, პირველ ეტაპზე, დადებითი გამოხმაურება მოყვა. შევთანხმდით, რომ სხვადასხვა საკითხზე გაგრძელდება კომუნიკაცია და თანამშრომლობა მათი განხორციელების თვალსაზრისით", - განაცხადა გივი მიქანაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე