მაკა ბოჭორიშვილმა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა მაკა ბოჭორიშვილმა ასამბლეის ბიუროს სხდომაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში ევროპარლამენტის მხრიდან ასამბლეის პრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი, ევროპარლამენტის წევრები და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

„პარტნიორებმა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებულ ტენდენციებზე ისაუბრეს.

მაკა ბოჭორიშვილმა პარტნიორებს გაუზიარა კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ ქვეყანაში განვითარებული პროცესები და ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული რეფორმის გეგმები.

მხარეებმა ბიუროს სხდომაზე განიხილეს ასამბლეის პლენარული სესიის მოსამზადებელი სამუშაოები, რომელიც ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე წლის 19-20 მარტს გაიმართება.

მოლდოვას, საქართველოს, უკრაინის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ, ევრონესტის ასამბლეის ფარგლებში დაიგეგმა დებატები აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის განახლების პერსპექტივების შესახებ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე