ირაკლი ქადაგიშვილი -  საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს თავის, როგორც მთავრობის მეთაურის პოლიტიკურ ხედვას მიმდინარე პროცესების და მთავრობის მიმდინარე საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ის სიახლეები, აქცენტები, რაზეც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი გაამახვილებს ძირითად ყურადღებას - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს.

„ჩვენ თანმიმდევრულად მივყვებით იმ პროგრამის რეალიზაციას, რაც ქართველ ხალხს 2020 წლის არჩევნებში დავპირდით და მიმდინარე წელიც ჩვენი საპროგრამო მიზნების განხორციელებას ემსახურება. მოგეხსენებათ, მივიღეთ ახალი ბიუჯეტი, რომლითაც 2024 წელს იცხოვრებს ჩვენი ქვეყანა, ამ ბიუჯეტში ასახულია და ფინანსურ მაჩვენებლებშია გადაყვანილი ყველა ის საკითხი, რაც მთავრობას ჰქონდა დაგეგმილი შესასრულებლად. ამიტომ, საქმე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით დაიწყო მთავრობამ, ბოლომდე მივა, ახალ ოთხწლიან სამთავრობო პროგრამას ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე 2024 წლის არჩევნების შემდეგ წარმოადგენს.

ამ განხილვის დროს, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს თავის, როგორც მთავრობის მეთაურის პოლიტიკურ ხედვას მიმდინარე პროცესების და მთავრობის მიმდინარე საქმიანობის გარკვეულ მიმართულებებთან დაკავშირებით, თუ რა იქნება ის სიახლეები, აქცენტები, რაზეც ირაკლი კობახიძის მინისტრთა კაბინეტი გაამახვილებს ძირითად ყურადღებას. ამ თემაზე მუშაობს ბატონი ირაკლი და როდესაც ის წარდგება ორშაბათიდან პარლამენტის კომიტეტებისა და ფრაქციების წინაშე, თავად ისაუბრებს პოლიტიკურ გზავნილებზე“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა