ვაჟა ბერიძე - საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე კობახიძე

საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე კობახიძე, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა ვაჟა ბერიძემ სამთავრობო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „რეზიუმე“ განაცხადა, „კობახიძე და დიალოგი საზოგადოებასთან, ეს ჯერჯერობით წარმოუდგენელია“.

მისივე მოსაზრებით, ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის „წასვლა, მოსვლა, შეცვლა, გადანაცვლება, გადაჯგუფება იმის მაჩვენებელია, რომ ის, უშვებს შეცდომებს“.

„ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და საყურადღებო არაფერი მომხდარა. ივანიშვილს პოლიტიკაში თავისი სტილი აქვს, მათ შორის, ცხოვრებაშიც. არაფერი იცვლება, ეს ერთი გუნდის ორი მოთამაშეა, ორივე ერთი ყაიდის ფიგურაა. თუ ღარიბაშვილი აპელირებდა იმაზე, რომ ის არის პატრიოტი, მორწმუნე, კარგი მეოჯახე და უფრო ხალხთან მიახლოებული, კობახიძე არის უფრო გაწონასწორებული, განსწავლული, პოლიტიკის სიღრმეებში ჩახედული, მებრძოლი, ივანიშვილის უფრო ერთგული და ნაკლებ შეცდომებს უშვებს.

შეიძლება, ღარიბაშვილი თავისი ნატურიდან გამომდინარე, უფრო ერთგულია, მაგრამ ის უშვებს შეცდომებს, რომელსაც მას ბიძინა არ პატიობს. ეს წასვლა, მოსვლა, შეცვლა, გადანაცვლება, გადაჯგუფება იმის მაჩვენებელია, რომ ღარიბაშვილი მაინც უშვებს შეცდომებს, გარდა ამისა, საარჩევნო კამპანიაა და ამ დროს პარტიის თავმჯდომარე უნდა გავიდეს ხალხში, შეხვდეს ადამიანებს, გააგებინოს საით მიდის ქვეყანა და ამ თვალსაზრისით ღარიბაშვილი უკეთესი ფიგურაა, ვიდრე კობახიძე. კობახიძე და დიალოგი საზოგადოებასთან ეს ჯერჯერობით წარმოუდგენელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანის სტილია ასეთი და ეს შეიძლება პარტიის ლიდერზე, მოაზროვნე ადამიანზე კარგად მეტყველებდეს, მაგრამ როდესაც საარჩევნო კამპანია იწყება და სხვა სტადიაა და სხვა სტილის მორგებაა საჭირო, ამას კობახიძე ვერ შეძლებს. ის ტექნიკური მთავრობის ლიდერი იქნება, ივანიშვილის თანაშემწე, ვიდრე დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა“,- განაცხადა ვაჟა ბერიძემ.

ამასთან, პოლიტოლოგმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი დაბრუნებით, ქვეყანაში არაფორმალური მმართველობა არ დასრულებულა, რადგან მაინც ივანიშვილი აყალიბებს მთავრობის შემადგენლობას.

ამასთან, ბერიძემ არჩევნებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნები „ქართულ ოცნებას“ და ივანიშვილს მოგებული აქვს, რადგან ოპოზიცია არის სუსტი.

„ბოლო 10 წლის განმავლობაში ოპოზიციამ გააკეთა ის, რაც არ უნდა გაეკეთებინა, პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვს. მაგალითად, ახალი სერიოზული ძალა შემოვიდა არენაზე, „ლელოს“ ვგულისხმობ, მაგრამ რასაც ბოლო ერთი წელია აკეთებს, პოლიტიკასთან საერთო არ აქვს, მათ შორის „მუსტანგით“ დამთავრებული ამბებით. გეგონება, რომ ეს ხალხი ამ ქვეყანაში არ ცხოვრობს, აქ არ დაბადებულან, არ მოღვაწეობენ იმდენად შორს არიან იმ მენტალიტეტისგან, რაც დღეს აქვს ქართულ საზოგადოებას“,- განაცხადა ბერიძემ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა