ისრაელის თავდაცვის მინისტრი - ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება

ღაზაში ბრძოლების შეჩერება ლიბანთან საზღვარს არ შეეხება, - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა იოავ გალანტმა განაცხადა.

გალანტმა აღნიშნა, რომ ღაზაში მიმდინარე ისრაელ-„ჰამასის“ ომის შეჩერება ლიბანში მდებარე ტერორისტულ დაჯგუფება „ჰეზბოლასთან“ ბრძოლებზე არ გავრცელდება.

„თუ „ჰეზბოლას“ ჰგონია, რომ როდესაც სამხრეთში ცეცხლის შეწყვეტა იქნება ის ცეცხლს შეწყვეტს და ჩვენც შევჩერდებით, ისინი ძალიან დიდ შეცდომას უშვებენ…

გარკვევით ვამბობ: სანამ არ მივაღწევთ ისეთ სიტუაციას, როდესაც [ისრაელის] ჩრდილოეთში მცხოვრებლებისთვის უსაფრთხოების აღდგენა იქნება შესაძლებელი, მანამდე არ გავჩერდებით. როდესაც ამას მივაღწევთ [დიპლომატიური] შეთანხმებით ან სამხედრო საშუალებებით, მაშინ შევძლებთ დამშვიდებას”, - განაცხადა გალანტმა.

ემილ ავდალიანი - ირანისთვის აშშ-თან მოლაპარაკებებში მთავარი მიზანი ისევ ჰორმუზის სრუტის ბერკეტად გამოყენება რჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 03.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი