დევიდ კემერონის განცხადებით, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლომდე არ გამორიცხა ორი სახელმწიფოს პრინციპი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბოლომდე არ გამორიცხა ორი სახელმწიფოს პრინციპი, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ კემერონმა ლიბანურ ტელეარხ LBCI-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კემერონმა აღნიშნა, რომ დადგება დრო, როდესაც დიდი ბრიტანეთი პალესტინური სახელმწიფოს აღიარებას განიხილავს, მათ შორის გაეროშიც.

„ეს არ შეიძლება პროცესის დასაწყისში იყოს. პროცესი უნდა გრძელდებოდეს. მაგრამ პროცესის დასასრულშიც არ უნდა იყოს…

ჩემი მისადმი მესიჯი იყო, რომ დაიწყოს იმაზე საუბარი თუ როგორი შეიძლება იყოს პალესტინური სახელმწიფო, იმის ნაცვლად თუ როგორი არ შეიძლება იყოს. ამაზე უნდა ვმუშაობდეთ”, - განაცხადა კემერონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნეთანიაჰუმ “ბოლომდე არ გამორიცხა ორი სახელმწიფოს პრინციპი”.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში