მთის ტრასების სააგენტოს დირექტორი - მსოფლიო თასის ჩატარება გუდაურში ნიშნავს იმას, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება

„სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის ეტაპი მიმდინარეობს.

აღნიშნული შეჯიბრი გუდაურში პირველად ტარდება, რომელშიც 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, „სნოუბორდ ქროსის დისციპლინაში” ტურნირის ჩატარება გუდაურში ნიშნავს იმას, რომ ამ თვალსაზრისით საქართველო მსოფლიო რუკაზე კიდევ ერთხელ მოინიშნება.

„ისტორიაში პირველად ხდება, რომ გუდაურში ტარდება მსოფლიო ეტაპი „სნოუბორდ ქროსის დისციპლინაში”. შესაბამისად, ეს არის კიდევ ერთი წარმატება და კიდევ ერთხელ მოვინიშნებით მსოფლიო რუკაზე. ტრანსლირება ხდება მთელ მსოფლიოში, ისეთ წამყვან არხებზე, როგორიც არის EURO SPORT. ვიმედოვნებ, რომ ეს დღეები საკმაოდ წარმატებულად ჩაივლის იმიტომ, რომ საკმაოდ კარგი სტარტი გვაქვს. ორი დღის განმავლობაში ვარჯიშებმა, კვალიფიკაციებმა საკმაოდ კარგად ჩაიარა. 3-4 თებერვალს საფინალო ეტაპია. მომზადების კუთხით ყველაფერი იდეალურადაა, ეს გვაჩვენა ორმა დღემ. ამინდი მშვიდია, ამ კუთხით წინააღმდეგობებს არ ველით”, - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, „მთის ტრასების სააგენტოს” ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობენ სპორტსმენები შემდეგი ქვეყნიდან: აშშ, კანადა, შვეიცარია, ავსტრია, ანდორა, ავსტრალია, ნიდერლანდები, ბრიტანეთი, გერმანია, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, ჩეხეთი, ბრაზილია, იაპონია, კორეა, უკრაინა.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) მხრიდან ღონისძიებას ესწრებიან და საორგანიზაციო პროცესებში მონაწილეობენ შეჯიბრის დირექტორი, უვე ბეიერი და ტექნიკური დელეგატი, ლუკაშ ლიგოცკი.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
„იმპექსმა“ საქართველოში KORRES-ის ინოვაციურ SMART YOGHURT™ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული კანის მოვლის ახალი ხაზი წარადგინა