სირიის მთავრობა  - აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება დაუშვებელია

აშშ-ის მიერ ჩვენი ტერიტორიის ოკუპაციის გაგრძელება დაუშვებელია, - ამის შესახებ სირიის მთავრობამ განაცხადა.

სირიის მთავრობის ცნობით, სირიის ტერიტორიაზე ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე აშშ-ის მიერ განხორციელებული საჰაერო იერიშების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა.

„აშშ-ის თავდასხმების შედეგად არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე და ჯარისკაცი დაიღუპა, სხვები დაშავდნენ, მნიშვნელოვნად დაზიანდა სხვადასხვა საჯარო და კერძო საკუთრება“, - აცხადებს სირიის შეიარაღებული ძალები.

„აშშ-ის სამხედრო ძალების მიერ სირიის ტერიტორიის ნაწილის ოკუპაციის გაგრძელება არ შეიძლება. შეიარაღებული ძალები სირიის ტერიტორიის ტერორიზმისგან და ოკუპაციისგან გასათავისუფლებლად ყველაფერს გააკეთებს“, - ნათქვამია სირიის მთავრობის განცხადებაში.

შეგახსენებთ, დღეს, იორდანიაში აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის საპასუხოდ, აშშ-მა ერაყსა და სირიაში ირანის მიერ მხარდაჭერილი დაჯგუფებების ობიექტებზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

ვალერი ჩეჩელაშვილი - რუსეთმა თავისი მოქმედებებით, პრაქტიკულად, ხელი შეუწყო უკრაინის საკითხში ამერიკელებისა და ევროპელების პოზიციების დაახლოებას და ამავე საკითხში მათ შორის კოორდინაციას
ქართული პრესის მიმოხილვა 27.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება