გუდაურში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი - „გიზ-გიზი"  მიმდინარეობს

საქართველოს სათხილამურო კურორტზე გუდაურში 3- დღიანი ფესტივალი „გიზ-გიზი" იმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

„ფესტივალის ფარგლებში, ჩემპიონატების პერიოდში, დამსვენებლის მოსაზიდად ზამთრის გასართობი სოფლები, პერფორმანსი, თამაშები და გასართობი აქტივობები მოეწყო. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები. მოეწყო სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, ასევე კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, ფესტივალი „გიზ-გიზი" 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად