ინალ არძინბა - აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული

აფხაზეთი BRICS-ის სხვადასხვა სამუშაო ფორმატში მონაწილეობით არის დაინტერესებული, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, ინალ არძინბამ განაცხადა.

„BRICS-ის ქვეყნების ჯგუფი უფრო სამართლიანი საერთაშორისო სისტემის, ფინანსური და ეკონომიკური არქიტექტურის ფორმირებისთვის მუშაობს. ასოციაციის მუშაობაში ანგარიშსწორებების ეროვნულ ვალუტაში გადასვლის ამოცანას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა არძინბამ.

ამასთან, არძინბამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის მონაწილეობის პერსპექტიული ფორმატები შეიძლება ბიზნეს ჯგუფების შეხვედრები, სამოქალაქო და აკადემიური ფორუმები, ახალგაზრდული ფორუმი, ახალგაზრდა დიპლომატების ფორუმი და სპორტული თამაშები იყოს.

ცნობისთვის, რუსეთმა BRICS-ის თავმჯდომარეობა 1-ელ იანვარს გადაიბარა და მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი