ნინო წილოსანი - „ქართული ოცნება“  წარდგება იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ ამომრჩევლის წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ -   აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე და სტაბილურ განვითარებაზე

სამთავრობო პროგრამა, რომელიც დარეგისტრირდა და მომდევნო კვირაში იქნება პარლამენტში კომიტეტებზე და სესიაზე განხილული, ძირითად აქცენტებს რა თქმა უნდა, 2024 წელზე აკეთებს, - ამის შესახებ აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც ნინო წილოსანმა აღნიშნა, ახლა მთელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე.

„2024 წლის ბოლოსკენ უკვე საპარლამენტო არჩევნებია, სადაც ჩვენი გუნდი, ირაკლი კობახიძისა და სხვა ლიდერების შემადგენლობით, უკვე მომდევნო 4 წლის განვითარების გეგმას წარმოადგენს. „ქართული ოცნება“ ჩვენი ამომრჩევლის წინაშე წარდგება რეფორმების და იმ განვითარების გეგმებით, რომელსაც ჩვენ მათ წინაშე საარჩევნოდ გამოვიტანთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, მთელი ახლანდელი აქცენტი გადატანილია 2024 წლის გეგმებზე, სწორ განვითარებაზე, იმ ეკონომიკური ზრდის გაგრძელებაზე, რომელიც იყო და, რა თქმა უნდა, სტაბილურ განვითარებაზე“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე