მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიაზე - თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, თან უნდა თქვან, რომ უყვართ, რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული - ეუხერხულებათ, რომ „ნაციონალები“ არიან

თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი, რათა მოინადირონ მისი ელექტორატის გული, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ნიკა გვარამიას პოლიტიკურ გეგმებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება.

„ეუხერხულებათ, რომ არიან „ნაციონალები“ და თან სხვა გზა არ აქვთ, რომ ისევ „ნაციონალებად“ არ დარჩნენ. ასეთ პირობებში ძალიან მძიმე დილემის წინაშე აღმოჩნდნენ და გაუჭირდებათ არჩევნებამდე მწყობრი პოზიციის ჩამოყალიბება. თან უნდა თქვან, რომ სააკაშვილი არ ვარგა, და თან უნდა თქვან, რომ უყვართ სააკაშვილი, რათა მოინადირონ სააკაშვილის ელექტორატის გული. მგონია, ეს მცდელობები მთლად სერიოზულად არ გამოიყურება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს