იაგო ხვიჩია - მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის - თავდაცვის მინისტრის შეცვლა

ბიძინა ივანიშვილის თავში რა არის და ეს ცვლილება რამ განაპირობა, ამაზე წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის - თავდაცვის მინისტრის შეცვლა, - ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

როგორც ის განმარტავს, ირაკლი კობახიძეს მხარი რომ დაუჭიროს, მაშინ, ის „უმრავლესობის წევრი უნდა იყოს“.

„სამთავრობო გეგმები ძალიან მაინტერესებს-მეთქი, რომ გითხრათ, მართალი არ იქნება, რადგან „ქართულ ოცნებას“ 10 წელზე მეტია ვიცნობ და მათ სულ ერთნაირი გეგმა აქვთ. ქვეყანა თავისით, სადღაც მიდის რაღაცნაირად და სინამდვილეში, მოსახლეობამ არ ვიცით ჩვენი ღირებულებები ამ მთავრობის აზრით რა არის, საით მივდივართ გარდა იმისა, რომ ამ ახალ პროგრამებში ჩინური ხაზია ე.წ. გაძლიერებული. ჩემი აზრით, აქ განსაკუთრებული არაფერი არ ხდება, ყველასთვის მოსალოდნელი იყო, რომ საქართველოში პრემიერ-მინისტრის ცვლილებას რამე განსაკუთრებული მნიშვნელობა არ გამოეწვია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვიცით, რომ დიდი ხანია საქართველოში ბოლო რეალური პრემიერი ბიძინა ივანიშვილი იყო. საერთოდ, ზოგადად, წინა მთავრობის დროსაც, ერთადერთი, რეალური პრემიერი გვყავდა ზურაბ ჟვანია. საქართველოში ეს თანამდებობა, როგორც წესი, ბუტაფორიაა და არაფერს არ ნიშნავს პრემიერების ცვლილება, სამწუხაროდ, ამას არ გააჩნია არათუ გარდამტეხი მნიშვნელობა ქვეყნისთვის, არამედ ერთკვირიანი მნიშვნელობაც კი მედიისთვის. ბიძინა ივანიშვილის თავში რა არის და ეს ცვლილება რამ განაპირობა, ამაზე წინასწარმეტყველება არ შემიძლია, მაგრამ მოტივაცია რაც არ უნდა ყოფილიყო, პრემიერ-მინისტრის შეცვლა სწორი იყო და განსაკუთრებით სწორი იყო, ყველაზე ცუდი მინისტრის - თავდაცვის მინისტრის შეცვლა.

ჩვენ კითხვები საერთოდ არ გვაქვს, ყველაფერი გასაგებია, ჩვენ ერთადერთი ამოცანა გვაქვს, რომ ქართველ ხალხს ავუხსნათ, რომ ისინი არ იმსახურებენ ასე უნიშნავდნენ და უხსნიდნენ პრემიერ-მინისტრებს, რომ არავინ არ იყოს აზრზე, ეს რატომ მოხდა. მხარდაჭერას რაც შეეხება, მხარი რომ დავუჭირო კობახიძეს, უმრავლესობის წევრი უნდა ვიყო და გავხდები, როგორც კი მხარს დავუჭერ, შესაბამისად, მგონი, არავისთვის საფუძველი არ მიმიცია უმრავლესობაში გადავდივარ თუ არა, ამ კითხვას, სერიოზულად ვუპასუხო“, - განაცხადა ხვიჩიამ.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა