ნინო წილოსანი პრეზიდენტის მოხსენებაზე - თავისთავად, ეს მოხსენება იქნება ფორმალური და ვწუხვარ, რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ სათანადო პასუხი გავცეთ მის საქმიანობას

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და პოლიტიკოსის ვალდებულებაა, რომ პატივი ვცე ინსტიტუციას და ამ შემთხვევაში ჩემი ინსტიტუციის მიმართ პატივისცემის და არა მისი პიროვნების პატივისცემის გამო, რა თქმა უნდა, დავესწრები ანგარიშს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა პარლამენტში პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოხსენებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტის მოხსენება მხოლოდ ფორმალური იქნება.

„მისი პიროვნების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება, როგორც თითოეულმა ინდივიდუალურად, ასევე „ქართულმა ოცნებამ“, გამოვხატეთ, დავასაბუთეთ და ვამხილეთ მისი ანტიკონსტიტუციური და სამწუხაროდ, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებები. ამიტომ, თავისთავად ეს მოხსენება იქნება მხოლოდ ფორმალური და ასევე ვწუხვარ, რეგლამენტი არ გვაძლევს საშუალებას, რომ ყველამ სათანადო პასუხი გავცეთ მის საქმიანობას, რის შეჯამებასაც იგი პარლამენტში მოახდენს“, - განაცხადა ნინო წილოსანმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე