ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიცია ფაქტობრივად უუნაროა და ეს გამოწვეულია მათივე აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკით

„ქართულ ოცნებას” აქვს კონკრეტული შედეგები დადებული, რომელიც გამოიხატება ბევრი მიმართულებით: ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, სოციალური პროგრამების ზრდა, ხელფასების და პენსიების მუდმივი ყოველწლიური ინდექსაცია და ზრდა, დიდი საერთაშორისო პროექტების განხორციელების რეალური პერსპექტივები და, რა თქმა უნდა, იგივე დემოკრატიის კუთხით, რომ ქვეყანაში თავისუფლება არის. ეს არის ის რეალური მოცემულობები რომელიც არსებობს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიცია ფაქტობრივად უუნაროა და ეს უუნარობა გამოწვეულია მათივე აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკით, რომელიც მათ მთელი ამ წლების განმავლობაში თვითონვე დაჟინებით ატარეს.

„ყველაფერს აკეთებდნენ რომ ევროკავშირის გზაზე შეფერხებები გვქონოდა და ჩვენ ამ გზაზე გამარჯვებას მივაღწიეთ. ასე რომ, ეს არის ის რეალური საქმეები, რომელიც დღეს საზოგადოების წინაშე არის წარმოდგენილი. უნდა საზოგადოებას კიდევ უფრო მეტი და უკეთესი? რა თქმა უნდა, უნდა ისევე, როგორც მეც მინდა და თითოეულ ჩვენგანს, მაგრამ ამის მიღწევას შემდგომი გამარჯვება და შემდგომი მუშაობა ჭირდება და ეს, რა თქმა უნდა, იზომება კიდევაც იმ სოციოლოგიური კვლევებით რომელსაც, ყველა პარტია თავისთვის, თავისი პოლიტიკის დაგეგმვისთვის ახორციელებს. ამიტომ ეს რეალური საქმეები გაიზომება და იზომება კიდევაც და ეს იძლევა იმის საფუძველს, რომ გარკვეული პოლიტიკური განცხადებებიც გაკეთდეს”, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო