მოსკოვში 20 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების ცოლების აქციას იღებდნენ

მოსკოვში 20 ჟურნალისტი დააკავეს, რომლებიც მობილიზებული სამხედროების მეუღლეების აქციას იღებდნენ.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „მედუზა” ტელეგრამ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, პოლიცია აკავებს ყველას, ვინც მარადიულ ცეცხლთან ყვავილების მიტანას იღებდა.

ამ მომენტისთვის დაკავებულია 25 ადამიანზე მეტია დაკავებული, მათგან უმრავლესობა - ჟურნალისტები. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები გამოცემებიდან France Press, Spiegel, Sota.Vision, “კომერსანტი”, და ასევე უფლებადამცველები მოძრაობიდან “ადამიანის უფლებებისთვის.”

„დაკავებულია ფაქტობრივად ყველა მამაკაცი ჟურნალისტი”, - წერს გამოცემა Sota.

ჟურნალისტები მოსკოვის წითელ მოედანზე დააკავეს, როდესაც ისინი ქალების პროტესტს იღებდნენ, რომლებიც თავიანთი ჯარში გაწვეული მეუღლეების უკრაინიდან დაბრუნებას ითხოვდნენ.

France Press-ის ჟურნალისტი, რომელიც დაკავების შემდეგ მალევე გაათავისუფლეს, ამბობს, რომ პროტესტში დაახლოებით 40 ადამიანი იღებდა მონაწილეობას.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე