გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმის პროკურორი - ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი ქმედება, ასევე სრულად აანაზღაურეს ზიანი, შესაბამისად, პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღკვეთ ღონისძიებას

კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას საქმის პროკურორის ლევან ვეფხვაძის განცხადებით, ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი ქმედება, ასევე სრულად აანაზღაურეს ზიანი, შესაბამისად, პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღკვეთ ღონისძიებას.

აღნიშნულის შესახებ ვეფხვაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც მოსამართლის გადაწყვეტილებით, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით 3000-3000 ლარიანი გირაო შეეფარდათ.

„მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებმა აღიარეს ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, ასევე, მათ სრულად აანაზღაურეს მიყენებული ზიანი, შესაბამისად, ბრალდების მხარემ განიხილა, რომ პატიმრობა აღარ წარმოადგენდა აუცილებელ აღკვეთის ღონისძიებას, მიმართა სასამართლოს გირაოს გამოყენების მოთხოვნით. ბრალდების მხარემ მოითხოვა 5000 ლარიანი გირაო, ხოლო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შეუფარდა 3000 ლარი. მიგვაჩნია, რომ გირაოს გამოყენების სტანდარტი არსებობდა, ვინაიდან ის საფრთხეები კვლავ არსებობს, უბრალოდ, აღარ არსებობდა პატიმრობის გამოყენების საფუძველი“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ცნობისთვის, ხასაიასა და ჩიქობავას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 25 იანვარს შეეფარდათ. ამასთან, გუშინ, სააპელაციო სასამართლომ თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების საწინააღმდეგო აქციაზე დაკავებული გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა კვლავ პატიმრობაში დატოვა. ბრალდება დაკავებულებს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ჯგუფურად ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

გიორგი კაჭარავა - აშშ-ს წაგებამდე ჯერ ძალიან შორს ვართ! ჯერ ზავი უნდა შედგეს, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზავი ორკვირიანია, რა მოხდება მერე, დამოკიდებულია მოლაპარაკებებზე, რომელიც ჯერ კიდევ არ დაწყებულა
ქართული პრესის მიმოხილვა 09.04.2026
ახალი სიტყვა განათლებაში - JBS სკოლა საქართველოში ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
კრიპტოვალუტის უსაფრთხო ყიდვა საქართველოში: რატომ ირჩევენ მომხმარებლები Bitanica-ს?
კომპანია „ელიტი“ 2025 წელს სიახლეებით, მასშტაბური ცვლილებებითა და წარმატებული პარტნიორობებით გამოირჩეოდა
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს