გუდაურში მიმდინარე მსოფლიო თასის ეტაპი “ევროსპორტის” პირდაპირ ეთერში გადაიცემა

გუდაურში “სნოუბორდ კროსის დისციპლინაში” მსოფლიო თასის დასკვნითი ეტაპი მიმდინარეობს.

შეჯიბრში 17 ქვეყნის 90-მდე სპორტსმენი მონაწილეობს. როგორც ჟურნალისტებს საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა, ზურაბ კოსტავამ განუცხადა, ტურნირის პირველმა დღემ წარმატებით ჩაიარა. მისი თქმით, გუდაურში მიმდინარე “სნოუბორდ კროსის დისციპლინის” შეჯიბრთან დაკავშირებით გამოხმაურებები საერთაშორისო მასშტაბით საკმაოდ მაღალია.

“დღეს უკვე დაიწყო შეჯიბრი და იმედი გვაქვს,რომ დღესაც კარგად ჩაივლის ყველაფერი. სპორტსმენების იგივე რაოდენობაა, არცერთი დაშავებულა, არავინ გამოეთიშა, რაც შეჯიბრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სპორტსმენთა დაახლოებით 70% მსოფლიო ჩემპიონატზე ნამყოფია. გამომდინარე იქიდან, რომ სპორტსმენთა რაოდენობა მსოფლიო ჩემპიონატზე შეზღუდულია, ახლა, თითქმის მთელი გუნდებით არიან წარმოდგენილები, აღფრთოვანებულები არიან კურორტით, ყველაფერი მაღალ დონეზე შეაფასეს”, - განაცხადა ზურაბ კოსტავამ.

მთის ტრასების სააგენტოს დირექტორის, ირაკლი ბურჭულაძის განცხადებით, მსოფლიო თასების ბოლო ნაწილი ბაკურიანში, დიდველის არეალში 10-11 თებერვალს ჩატარდება.

“გუდაურში დღეს, ფინალის მეორე დღეა. გუშინდელი შეჯიბრი საკმაოდ წარმატებით ჩატარდა. ვიმედოვნებ, რომ დღესაც ყველაფერი კარგად ჩაივლის. საერთაშორისო დელეგატების კუთხით შეფასებები საკმაოდ მაღალი გვაქვს, ასევე სპორტსმენების კუთხითაც. პირდაპირი ტრანსლირება ხდება, მათ შორის არხებზე: EURO SPORT და საზოგადოებრივ მაუწყებელზე. დღეს ფინალები 12:00 საათზე იწყება, რომელიც დაახლოებით 1 საათი და 35 წუთი გაგრძელდება, შემდეგ გაიმართება დაჯილდოება. გარდა ამისა, 10-11 თებერვალს გვაქვს ბაკურიანში SKI CROSS-ის დისციპლინა. დარწმუნებული ვარ, რომ ესეც წარმატებით ჩაივლის. ბაკურიანში დიდი გამოცდილება გვაქვს, როგორც მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარების, ასევე, მსოფლიო თასების ჩატარების კუთხით. ასევე მოხდება ტრანსლირება საერთაშორისო მედია არხებზე”, - განაცხადა ირაკლი ბურჭულაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო