მიხეილ სარჯველაძე პრეზიდენტის მოხსენებაზე  - ეს იქნება დაახლოებით იმ სტილში გამოსვლა, როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი ყოველდღიურად აკეთებს პარლამენტში

ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ეს არ იქნება მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში, არამედ იქნება არადანიშნულებისამებრ გამოყენებული პლატფორმა და შესაძლებლობა და რეალურად, მოემსახურება იმ ოპოზიციური გეგმების განხორციელებას, რომლის შესრულებაშიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია ზურაბიშვილი ჩაბმულია,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

აღნიშნული განცხადებით სარჯველაძე 6 იანვარს პარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ზურაბიშვილის გამოსვლა დაახლოებით იმ სტილში იქნება, „როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი პარლამენტში ყოველდღიურად აკეთებს".

„საქმე იმაშია, რომ მას რეგლამენტის მიხედვით უწევს ანგარიშის წარმოდგენა. სამწუხაროდ, ჩემი მოლოდინი ასეთია, რომ ეს არ იქნება წლიური ანგარიში მის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ, არამედ ეს იქნება არადანიშნულებისამებრ გამოყენებული პლატფორმა და შესაძლებლობა და რეალურად, მოემსახურება იმ ოპოზიციური გეგმების განხორციელებას, რომლის შესრულებაშიც, სამწუხაროდ, დიდი ხანია ზურაბიშვილი ჩაბმულია. ასეთი მოლოდინი მაქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, როგორც რეგლამენტის ნორმები ბრძანებს, ისე გაიმართება ანგარიშის მოსმენა. ამას პირობითად შეგვიძლია დავარქვათ ანგარიში, ისე იქნება დაახლოებით იმ სტილში გამოსვლა, როგორც ამას რიგითი ოპოზიციონერი აკეთებს პარლამენტში ყოველდღიურად“,-განაცხადა სარჯველაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში 6 თებერვალს წარდგება.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე