მიხეილ სარჯველაძე ოპოზიციაზე - გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ წარმოუდგენელია, დღეს საქართველოს ჰყავდეს უკეთესი მმართველი, ვიდრე ირაკლი კობახიძე იქნება

გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ იმაზე უკეთესი მმართველი, ალბათ, წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოს ჰყავდეს, ვიდრე ირაკლი კობახიძე იქნება - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის კრიტიკას სამთავრობო ცვლილებებებთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, ოპოზიციას, რეალურად, არცერთი კონტრარგუმენტი არ დაუსახელებია, რის გამოც მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იმსახურებს მხარდაჭერას წარმოდგენილი პროგრამა, მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი.

„ოპოზიციას, მიუხედავად იმისა, რომ თუნდაც ამ დღეების განმავლობაში, მას შემდეგ რაც ცვლილებებზე საუბარი დაიწყო და პროგრამაც გასაჯაროვდა, რეალურად არცერთი კონტრარგუმენტი არ დაუსახელებია, რის გამოც მათ განსხვავებული შეხედულება აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად იმსახურებს მხარდაჭერას წარმოდგენილი პროგრამა, მთავრობის ახალი შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრი.

მე არ მგონია, რომ რაიმე სათქმელი ჰქონდეს ოპოზიციას, ისინი უბრალოდ ამ პოზას ინარჩუნებენ, საიდან გამომდინარეც კვლავ კრიტიკული განცხადებებით ისაუბრებენ. ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ეს მათი სამზადისია არჩევნებისთვის, თორემ გულის სიღრმეში ხვდებიან, რომ ამაზე უკეთესი მმართველი, ალბათ, წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოს ჰყავდეს, ვიდრე ირაკლი კობახიძე იქნება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია