თბილისში აქცია - „მხარდაჭერა ონკოპაციენტებს“ გაიმართა

საქართველოს პარლამენტთან ონკოპაციენტების მხარდაჭერის მიზნით აქცია მიმდინარეობს.

ისინი მოითხოვენ, რომ ყველა ონკოპაციენტი ინდივიდუალურად, სრულად დაფინანსდეს და არა განსაზღვრული თანხის ოდენობით.

გარდა ამისა, აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ქვეყანაში ონკოლოგიური პაციენტების დაფინანსების და წამლების დეფიციტის კუთხით არსებული პრობლემები უნდა აღმოფხვრას.

ადგილზე მათ მოტანილი აქვთ პლაკატები წარწერით: “კავშირი სიცოცხლისთვის უმნიშვნელოვანესია”, “ერთად გადავარჩინოთ სიცოცხლე!”, “სიცოცხლისთვის ბრძოლის დრო არის ახლა!”, “ჩვენ ერთად ვიბრძვით სიცოცხლისთვის”, „მხარდაჭერა ონკოპაციენტებს”.

“ეს ორგანიზაცია შევქმენით ყოფილმა ონკოპაციენტებმა მიმდინარე ონკოპაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. დღეს ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის კუთხით ძალიან ბევრი პრობლემაა. ჩვენ ხელისუფლებას მივმართავთ, რომ გვერდით დაგვიდგნენ. ჩვენ ერთად შევძლებთ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას, თუ ისინი ხარვეზებს სწრაფად გამოასწორებენ, რადგან დრო ონკოპაციენტების სასარგებლოდ არ მუშაობს. ჩვენ მთავრობას ვთხოვთ, რომ სასწრაფოდ ჯანდაცვის სფეროში არსებული ხარვეზები გამოასწოროს, ეს შეეხება 25 000 ლარიან ლიმიტს, რომელიც ძირითად შემთხვევაში პაციენტებს არაფერში არ ჰყოფნით.

ჩვენ ვითხოვთ ინდივიდუალურ მიდგომას, კერძოდ, ინდივიდუალურ დაფინანსებას ყველა ონკოპაციენტებისთვის, მათი საჭიროების მიხედვით.

ასევე, ჩვენ ვითხოვთ, იმ სერვისებს, რაც მათ დიაგნოსტიკისთვის სჭირდებათ, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსდეს. ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოს, შეეძლოს და დაარეგულიროს წამლების დეფიციტი, რომელიც მუდმივი პრობლემაა ონკოლოგიური პაციენტებისთვის.

ონკოლოგიურმა პაციენტებმა მითხრეს, რომ დაფინანსების დაგვიანება და წამლების დეფიციტი არის მუდმივი პრობლემა ჩვენს ქვეყანაში, რაც აუცილებლად უნდა გამოვასწოროთ, რაც შეიძლება სწრაფად”, - განაცხადა ორგანიზაცია “კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

აქციის დასასრულს ონკოპაციენტების მხარდამჭერებმა საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე მსვლელობა გამართეს. მათ მთავრობის ადმინისტრაციასთან კიდევ ერთხელ გააჟღერეს მათი მოთხოვნები. აქციის მონაწილეები გეგმავენ, რომ 6 თებერვალს 12:00 საათზე პარლამენტთან საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს დახვდნენ და მათი პრობლემები გააცნონ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე