პაატა მანჯგალაძე -  ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც მთავრობას ოპოზიციას გადააბარებს

ველოდები, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამები, იმიტომ, რომ ისინი ზნეს არ შეიცვლიან, ეს არის მათი ბუნება - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც პარლამენტში 6 თებერვალს დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენას გამოეხმაურა.

მანჯგალაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ მიზანია, რომ გამომწვევად მოიქცნენ, რასაც რეაქცია მოჰყვება პრეზიდენტისა და ოპოზიციის მხრიდან და საბოლოოდ, გადაიზარდოს პოლიტიკურ კინკლაობაში.

„ველოდები, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება შეურაცხმყოფელი და დამაკნინებელი გამონათქვამები, იმიტომ, რომ ისინი ზნეს არ შეიცვლიან, ეს არის მათი ბუნება, რომ თქვან, მოიქცნენ გამომწვევად, შემდეგ ამას მოჰყვეს რეაქცია პრეზიდენტის და ოპოზიციის მხრიდან და გადაიზარდოს პოლიტიკურ კინკლაობაში. რატომ? - ამას მიზანმიმართულად აკეთებენ რომ მთავარ საკითხებზე, რაზეც „ქართული ოცნებაა“ პასუხისმგებელი, ხალხმა სიმართლე არ გაიგოს.

რატომ არ არის სამუშაო ადგილები? რატომ გარბის საქართველოს მოქალაქე საქართველოდან? რატომ შიმშილობენ ბავშვები? რატომ არ აქვთ ჩვენს პენსიონერებს ღირსეული ცხოვრების პირობები? - ამაზე პასუხისმგებელი „ქართული ოცნებაა“ და ამ დისკუსიებში რომ არ ჩავერთოთ და ვამხილოთ ისინი, ურჩევნიათ პოლიტიკურ კინკლაობაში ჩაგვითრიონ. ამიტომ „სტრატეგია აღმაშენებელი“, გამარჯვების კოალიცია ამ კინკლაობაში ჩართვას, რაც არ უნდა თქვან არ ვაპირებთ, მაგრამ საქმიან დისკუსიებში დიახაც, ვამხელთ და გამოვიწვევთ „ქართულ ოცნებას“, იმიტომ, რომ მოქალაქემ ზუსტად იცოდეს, სად არის გამოსავალი“, - განაცხადა მანჯგალაძემ.

ამასთან, პაატა მანჯგალაძე გამოეხმაურა სამთავრობო ცვლილებებს და აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც მთავრობას ოპოზიციას გადააბარებს.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრების პოლიტიკური სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა წელიწად-ნახევარია. შემდეგ აღმოაჩენენ, რომ თურმე უმტყუნა ბიძინა ივანიშვილს ხან პრემიერ-მინისტრებმა, ხან პრეზიდენტებმა - ასე ხდება. ერთს ვიტყვი, ირაკლი კობახიძეს არ მოუწევს წელიწად-ნახევარიც ლოდინი, ის „ქართული ოცნების“ ბოლო პრემიერ-მინისტრი იქნება, რომელიც მთავრობას ოპოზიციას გადააბარებს“, - აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე