ბენიამინ ნეთანიაჰუ - ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას, ნებისმიერ ფასად

მინდა, მკაფიოდ განვაცხადო ჩვენი პოლიტიკა - ჩვენი მთავარი მიზანი, უპირველეს ყოვლისა, „ჰამასის“ ლიკვიდაციაა, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

მისი თქმით, ამ მიზნის განსახორციელებლად საჭიროა სამი პირობის შესრულება:

„ჰამასის“ დარჩენილი ბატალიონების განადგურება, ტერორისტებისგან გაწმენდის ოპერაციები, რომელსაც, მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში რეიდების გზით ახორციელებენ და „ჰამასის“ გვირაბის ქსელის განეიტრალება.

ნეთანიაჰუმ განმარტა, რომ ისრაელი არ დაასრულებს ომს მანამ, სანამ არ შესრულდება მისი ყველა მიზანი: „ჰამასის“ ლიკვიდაცია, ყველა მძევლის დაბრუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ ღაზა აღარასოდეს წარმოადგენდეს საფრთხეს ისრაელისთვის.

რაც შეეხება მძევლებთან დაკავშირებულ პოტენციურ შეთანხმებას, ნეთანიაჰუს თქმით, „ისრაელი არ დათანხმდება ყველანაირ გარიგებას და ნებისმიერ ფასად“.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში