ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ვალერი ზალუჟნის შეცვლასა და ქვეყნის ხელმძღვანელობის გადატვირთვაზე ფიქრობს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნის თანამდებობიდან გადაყენების შესაძლებლობაზე საჯაროდ პირველად განაცხადა.

"ეს არის საკადრო საკითხი. რა თქმა უნდა, საჭიროა გადატვირთვა, ახალი დასაწყისი. ვგულისხმობ რაღაც სერიოზულს, რომელიც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას,“ - განაცხადა მან იტალიურ Rai1-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, გამარჯვებისთვის საჭიროა თავდაჯერება, დადებითი ენერგია.

„თუ გამარჯვება გვინდა, ყველას ერთი მიმართულებით უნდა ვუბიძგოთ. გამარჯვებაში დარწმუნებულები, არ შეიძლება იმედგაცრუებულები ვიყოთ, დავნებდეთ, სწორი დადებითი ენერგიები უნდა გვქონდეს. ამიტომ ვსაუბრობ გადატვირთვაზე, შეცვლაზე, რაღაცას სერიოზულს ვგულისხმობ, რაც ეხება არა ერთ ადამიანს, არამედ ქვეყნის ხელმძღვანელობის მიმართულებას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

რამდენიმე დღეა, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ უკრაინის არმიის მთავარსარდალი, შესაძლოა, თანამდებობიდან გაათავისუფლონ. იანვრის ბოლოს გაჟღერდა ინფორმაცია, რომ ზალუჟნის ადგილი, შესაძლოა, თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა დაიკავოს. დასავლური მედია, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ ზალუჟნის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა შესთავაზეს, თუმცა, მან უარი განაცხადა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე