ჯეიკ სალივანი - აშშ „ჰუსიტების“ წინააღმდეგ შემდგომ ზომებს მიიღებს

აშშ მიიღებს შემდეგ ზომებს ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული დაჯგუფების, „ჰუსიტების“ წინააღმდეგ, - ამის შესახებ თეთრი სახლის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯეიკ სალივანმა ისრაელში ვიზიტისას, პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უბრალოდ ვიტყოდი, პრეზიდენტმა ნათლად განაცხადა, რომ ეს იყო ჩვენი პასუხის დასაწყისი და შემდგომი ნაბიჯები იქნება“, - აღნიშნა სალივანმა.

კითხვაზე, ნიშნავს თუ არა, რომ აშშ დამატებით თავდასხმებს გეგმავს, ჯო ბაიდენის მრჩეველმა უპასუხა: „ეს ნიშნავს, რომ შემდგომ ზომებს მივიღებთ“.

”ცხადია, არ ვაპირებ ამ ზომების ხასიათის აღწერას, რადგან არ მინდა ჩვენი დარტყმების ტელეგრაფირება, მაგრამ იქნება შემდგომი მოქმედება,“ - აღნიშნა სალივანმა.

შეგახსენებთ, გუშინ ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერთიანებულმა სამეფომ იემენში „ჰუსიტების“ 30-ზე მეტ სამიზნეს 13 ლოკაციაზე დაარტყეს და ეს დარტყმები რამდენიმე სხვა ქვეყნის მხარდაჭერით განახორციელეს. აშშ-მა პროირანული დაჯგუფებების ობიექტებზე იერიშები ბოლო დროს მას შემდეგ გააქტიურა, რაც იანვრის ბოლოს, იორდანიაში, დრონის თავდასხმის შედეგად სამი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე