ვოლოდიმირ ზელენსკი - ხმელეთზე, მიწაზე, ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია

­

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ფრონტზე ვითარება ჩიხში შევიდა და ამის მიზეზი სამხედრო ტექნიკის მიწოდების შეფერხებაა.

„რაც შეეხება ხმელეთზე ომს, აქ ჩიხური მდგომარეობაა, ეს ფაქტია, რადგან იყო ტექნიკის შეფერხება და შეფერხებები ნიშნავს შეცდომებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ Rai1-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, უკრაინას რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად თანამედროვე საშუალებები სჭირდება.

„ვიბრძვით ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებსაც ჰყავთ მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი არმია, საბრძოლო მასალა საკმარისი არ არის, გვჭირდება თანამედროვე ტექნიკური საშუალებები“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ამასთან, მისი თქმით, სამხედრო-საზღვაო ოპერაციამ დადებითი შედეგები მოიტანა.

„რუსეთმა დაკარგა მრავალი ხომალდი, შავ ზღვაში კი ჩვენ მოვახერხეთ მარცვლეულის დერეფნის შექმნა, ამიტომ ოპერაციის ეს პრაგმატული ნაწილი, რომელსაც ეკონომიკაზე ზეგავლენა აქვს, დადებითად განხორციელდა“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მისი მტკიცებით, რუსეთის არმიას არ შეუძლია მნიშვნელოვანი წინსვლის მიღწევა და შეჩერებულია.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება