თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი თურქეთში მოსალოდნელი შეხვედრის დროს უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვის გავლით ექსპორტის ახალ მექანიზმს განიხილავენ, - Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა განაცხადა.

„არის მცდელობები, რომ მოიძებნოს ახალი მეთოდები უკრაინული მარცვლეულის მსოფლიო ბაზრებზე ტრანსპორტირებისთვის. მარცვლეულის შესახებ წინა გარიგება მუშაობდა გარკვეული მექანიზმის ფარგლებში, ახლა დაფიქსირდა, რომ არსებობს სხვა მექანიზმით წასვლის შესაძლებლობა და არსებობს მცდელობები ამ შესაძლებლობის დაკონკრეტებისთვის“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, ზოგიერთმა გემმა მოახერხა უკრაინული მარცვლეულის შავი ზღვიდან გადატანა, თუნდაც შეთანხმების გარეშე.

„ჩვენ გვინდა, რომ ეს დე-ფაქტო სიტუაცია ახალი მექანიზმით გავარკვიოთ“, - განაცხადა ჰაკან ფიდანმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინი თურქეთს, სავარაუდოდ, 12 თებერვალს ეწვევა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე