პაატა მანჯგალაძე - „ქართულ ოცნებას“ 2012 წლიდან არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია და რა სინდისით მოდიან საერთოდ კიდევ ხალხთან სასაუბროდ?!

საქართველოს მთავრობას არ ვიხილავთ ჩვენ, ჩვენ ვიხილავთ ბიძინა ივანიშვილის სამსახურში მყოფ მთავრობას - „ქართულ ოცნებას" 2012 წლიდან არც ერთი დაპირება არ შეუსრულებია და რა სინდისით მოდიან საერთოდ კიდევ ხალხთან სასაუბროდ?! - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეს არ არის მთავრობა, რომელიც ხალხის სამსახურში დგას.

„საქართველოს მთავრობას არ ვიხილავთ ჩვენ, ჩვენ ვიხილავთ ბიძინა ივანიშვილის: ერთი ადამიანის სამსახურში მყოფ მთავრობას. ეს არ არის მთავრობა, რომელიც ხალხი სამსახურში დგას და ამისთვის მოვედი, შევახსენო მათ, რომ ისინი არ წარმოადგენენ საქართველოს მოქალაქეს.

მთავარი საკითხი არის ის, რომ რა დაპირებებიც „ქართულმა ოცნებამ" 2012 წელს გასცა, არც ერთი არ არის შესრულებული და რა უფლებით, რა სინდისით მოდიან საერთოდ კიდევ ხალხთან სასაუბროდ?!" - განაცხადა მანჯგალაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება