ირაკლი ჩიქოვანი - ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა

ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა, საკანონმდებლო ორგანოში სამთავრობო პროგრამის წარდგენისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ქვეყნის თავდაცვის სისტემის გაძლიერებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მისი ინსტიტუციური საფუძვლების განმტკიცება და გაძლიერება.

„ამ კუთხით, აღსანიშნავია ჩვენი გუნდის მიერ დამტკიცებული „თავდაცვის ახალი კოდექსი“. ამ კოდექსით ჩვენ კიდევ უფრო ვაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის თავდაცვას. გარდავქმენით და თანამედროვე მოთხოვნებს მოვარგეთ წვევამდელთა ეროვნული სამსახური. შევქმენით ეფექტური რეზერვის წინაპირობა და გავაძლიერეთ ჩვენი სამხედროების სოციალური გარანტიები. ჩვენი ახალგაზრდა თაობა ჩვენი ქვეყნის მთავარი სიმდიდრეა, ჩვენი ქვეყნის მომავალი და დარწმუნებული ვარ, ისინი სიამაყით იმსახურებენ რეზერვში, ისარგებლებენ მათზე მორგებული სხვადასხვა პროგრამით და შეუერთდებიან თავდაცვის ძალების დიდ ოჯახს. ჩვენთვის პრიორიტეტულია აქტიური სარეზერვო სამსახურის გაძლიერება და მოტივირებული, ეფექტური რეზერვის არსებობა. მნიშვნელოვანი მიზანია ახალგაზრდებისთვის წვევამდელთა თუ სარეზერვო სამსახური გახდეს უფრო ნაყოფიერი. მივცეთ მათ ისეთი გამოცდილებისა და უნარის შეძენის შესაძლებლობა, რაც შემდგომში სამოქალაქო ცხოვრებაშიც გამოადგებათ. ეს უზრუნველყოფს უფრო მიმზიდველ სისტემას და საზოგადოების უფრო ფართო ჩართულობას ქვეყნის თავდაცვის საქმეში“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ამასთან, მან თავდაცვის მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელებისთვის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების“ გუნდს მადლობა გადაუხადა.

„მინდა ამ ნდობისთვის მადლობა გადავუხადო მთელს ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლის და საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში. დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი კობახიძის ნდობა“,- განაცხადა ჩიქოვანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის