კახა კალაძე - პირველი, რაც უკრაინას მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება მტერს არ ვუსურვებ - მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია

პირველი, რაც უკრაინას მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის, რაც ამ ქვეყანაში ხდება მტერს არ ვუსურვებ - მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია, - ასე გამოეხმაურა „ქართლი ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის საქართველოს მმართველი პარტიისადმი გაჟღერებულ მოწოდებას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით,

კალაძის თქმით, სააკაშვილია დამნაშავეა და როდესაც სასჯელს მოიხდის გათავისუფლდება.

„ყველა ქვეყანას თავისი პრიორიტეტი აქვს, მე გამიჭირდება შევიდე დეტალებში და განვსაზღვრო, რა არის უკრაინის პრიორიტეტები, თუმცა, პირველი, რაც ამ ქვეყანას მინდა ვუსურვო, მშვიდობაა, იმიტომ, რომ ის რაც უკრაინაში ხდება, მტერს არ ვუსურვებ - ძალიან დიდი უბედურება, განადგურებული ინფრასტრუქტურა, უამრავი დაღუპული როგორც მშვიდობიანი მოსახლეობა, ასევე ჯარისკაცები, უმძიმესი მდგომარეობაა, ამიტომ მათთვის თუ პრიორიტეტი სააკაშვილია, ეს მათი გადასაწყვეტია. რაც შეეხება სააკაშვილს, ის არის დამნაშავე, სასჯელს იხდის კონკრეტული დანაშაულისთვის და, რა თქმა უნდა, როდესაც მოიხდის სასჯელს, იქნება გათავისუფლებული“,- განაცხადა კალაძემ.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე