ანა ბუჩუკური - ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს, ეტყობა არ აქვს იმედი, რომ ისინი პასუხებს გასცემენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს

ანრი ოხანაშვილი რატომღაც მინისტრობის კანდიდატებს იცავს, ეტყობა არ აქვს იმედი, რომ ისინი პასუხებს გასცემენ, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს, - ამის შესახებ პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატმა, ანა ბუჩუკურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც ბუჩუკური აღნიშნავს, კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის ქცევა ღიმილისმომგვრელია.

"ღიმილისმომგვრელია, მათ შორის, თავმჯდომარე როგორ იქცევა. ამ შემთხვევაში ბატონ ოხანაშვილზე მაქვს საუბარი. ძირითადად, დაკავებულია ინტერპრეტაციების გაკეთებით, მიკროფონების ჩართვებით და გამორთვებით, რატომღაც იცავს წარმოდგენილ მინისტრობის კანდიდატებს, ეტყობა ანრი ოხანაშვილს არ აქვს იმედი, რომ წარმოდგენილი მინისტრობის კანდიდატები გასცემენ პასუხებს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აკნინებს საკუთარი გუნდის წევრებს, მაგრამ რაიმე გასაოცარი მოლოდინი არც მქონდა და შესაბამისად, ამ სხდომის მიმდინარეობისას ესეც დადასტურდა," - განაცხადა ბუჩუკურმა.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება