თეა ახვლედიანი - პრიორიტეტულად განვიხილავთ ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს

ჩვენ მიერ, ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული ნაბიჯები, უფრო მაღალ სტანდარტებზე იქნება ორიენტირებული. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა არსებული საკონსულტაციო მექანიზმების ეფექტიანობის გაძლიერებას, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას, აქტუალურ საკითხებზე ცნობიერების ამაღლებას, დეზინფორმაციის პრევენციის ღონისძიებებსა და საარჩევნო უფლების ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობას,- ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მინისტრის ცნობით, უწყება პრიორიტეტულად განიხილავს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხებს.

ამ მიზნით ძალისხმევა მიემართება სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ისევე როგორც - ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, სამეწარმეო უნარების განვითარებასა და დასაქმებაზე. საპილოტე რეჟიმში დაიწყება ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის სპეციალურად შემუშავებული „1+4 სტაჟირების პროგრამის“ ახალი მოდელის დანერგვა.

გაგრძელდება კულტურათაშორისი დიალოგის სტრატეგიული ამოცანების განხორციელება, რომელიც მიმართულია კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენის, გაზიარებისა და განვითარებისკენ, მათ შორის კულტურულ-საგანმანათლებლო-სპორტული ღონისძიების მხარდაჭერის გზით.

აღსანიშნავია, რომ 2024 წელს დაგეგმილი გვაქვს კომპლექსური თემატური კვლევების ჩატარება სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის პოლიტიკის ზეგავლენისა და იმპლემენტაციის პროცესის შეფასების მიზნით. მიმდინარე წელს, ასევე, განხორციელდება სტრატეგიის პირველი შუალედური შეფასება, რომლის ფარგლებში გაიზომება მიღწეული პროგრესი, რაც მნიშვნელოვანი რესურსი იქნება, მტკიცებულებებზე დაფუძნებული შემდგომი გადაწყვეტილებების მიღებისა და საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის თვალსაზრისით“,- განაცხადა თეა ახვლედიანმა.

მან დეპუტატებმა მიმართა და განაცხადა, რომ სამინისტროს გაცნობიერებული აქვს მის წინაშე მდგარი გამოწვევები.

„პატივცემულო დეპუტატებო, ვაცნობიერებთ რა ჩვენ წინაშე მდგარ ამოცანებს, მე და ჩემს გუნდს კარგად გვაქვს გააზრებული იმ პასუხისმგებლობის ხარისხი, რაც ჩემი ხელახალი დამტკიცების შემთხვევაში, ქვეყნის წინაშე დამეკისრება. ვაცხადებთ სრულ მზაობას, ფართო ინკლუზიური თანამშრომლობისთვის”, - განაცხადა თეა ახვლედიანმა.

ბიძინა ლებანიძე - ევროკავშირი დღეს კრიზისშია და ეს თავის თავსაც უნდა დააბრალონ, ბოლო 30 წელი ისე იცხოვრეს, თითქოს დედამიწაზე კი არა სამოთხეში ცხოვრობდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება