კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო - მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით, იანვრის თვეში სააგენტოში შემოსული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში, 2024 წლის იანვრის თვეში, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 60 განაცხადი დაფიქსირდა.

კონკურენციის სააგენტოს განმარტებით, აღნიშნულ პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 1 დარღვევის ფაქტი დადასტურდა.

„სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2 მოვაჭრეს, 1 200 ლარის ოდენობით ჯარიმა დაეკისრა. მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 14 საქმეზე - 13 შეთანხმება გაფორმდა, რაც ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება - საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც, სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 73% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 27% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით, 92%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილებს იკავებენ , ქვემო ქართლი -4%-ით, შიდა ქართლი - 2%-ით და გურია 2%-ით.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა -17, ნაკლოვანი მომსახურებისას უფლების აღდგენაზე- 14, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე- 14, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე -6, დადგენილ ვადაში საქონლის მიწოდებაზე -4, ხოლო სხვა დანარჩენი- 5.

საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 76%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება -13%-ს, ხელოვნება, გართობა და დასვენება- 2%-ს, ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება- 2%-ს, ხოლო სხვა სახის საქმიანობა- 7%-ს.

თუ თვლით, რომ თქვენი, როგორც მომხმარებლის, უფლებები დაირღვა, შეგიძლიათ დარეკოთ საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს ცხელ ხაზზე - 598 05 44 22, ან მოგვწეროთ ელ. ფოსტაზე - consumer@gcca.gov.ge.“- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - როგორც ჩანს, მოსკოვში ქართული საზოგადოება უკვე მყარად იდიოტების ხროვად მიაჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 01.10.2026
NEXT-მა კულტურული მემკვიდრეობის შთაგონებით შექმნილი ორი ახალი პროექტი Cinema City და NEU Tbilisi წარადგინა
ალტე უნივერსიტეტმა Erasmus+ Jean Monnet Module-ის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა
განსაკუთრებული შეთავაზება FIAT-ის ცენტრისგან: ახალი FIAT 600 Hybrid - იტალიური La Dolce Vita
Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე - მადლობა პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას ნდობის, მხარდაჭერისა და სტარტაპ-ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობისთვის
AI ასისტენტის პერსონალური 24/7 მომსახურება პირველი ონლაინ აფთიაქისგან PSP-ს ციფრულ პლატფორმებზე