საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი, დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ გახდა

უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი”, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, „მეტროპოლი” ამჟამად აქტიურად მუშაობს ოთხ სამშენებლო პროექტზე: „მეტროპოლ ქავთარაძე” „მეტროპოლ ბაგები”, „მეტროპოლ კუბი” და „მეტროპოლ ოვალი”. აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლი“ ოპერირებს, როგორც თბილისში, ასევე ქალაქ ბათუმში.

„კომპანია მომხმარებლის საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგებულ საცხოვრებელ სივრცეებს ქმნის, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ ინოვაციური მიდგომებით გამორჩეული, გამოცდილი და პროფესიონალი გუნდის წევრები.

აღსანიშნავია, რომ „მეტროპოლის“ მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები დივერსიფიცირებულია დანიშნულებების მიხედვით, კერძოდ საცხოვრებელი, საინვესტიციო, სააგარაკე. თითოეული კომპლექსის ლოკაციის განსაზღვრის დროს, სტრატეგიულ მდებარეობასთან ერთად, ყურადღება ეკოლოგიურ გარემოს, ახლომდებარე ობიექტებსა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას ექცევა“,- ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციაში.

ამასთან, როგორც „მეტროპოლში“ აცხადებენ, მათი მიზანი მაღალი ხარისხის, ინოვაციის, კომფორტისა და ინდივიდუალური მიდგომებით, საუკეთესოს შეთავაზებაა მომხმარებლისთვის.

„ჩვენს ხელში არსებულ კაპიტალს მრავალფუნქციურ, ენერგოეფექტურ, თანამედროვე სტანდარტების მიხედვით შექმნილ, ჰარმონიულ, ჯანსაღ და უსაფრთხო საცხოვრებელ და საინვესტიციო სივრცეებად ვაქცევთ. ჩვენი მიზანი მაღალი ხარისხის, ინოვაციის, კომფორტისა და ინდივიდუალური მიდგომებით, საუკეთესოს შეთავაზებაა მომხმარებლისთვის. „მეტროპოლში“ გვინდა, შევქმნათ უბნები, სადაც ყველაფერი თავის ადგილზეა, სადაც წინასწარ ნაფიქრია ჩვენი მცხოვრებლების ყველა საჭიროებებზე, სადაც ფოკუსი - ცხოვრებაზეა” - აცხადებენ „მეტროპოლში”.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტოს სოსო ფხაკაძის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „მეტროპოლის“ თანამშრომლობა საკმაოდ პროდუქტიული და ორმხრივად სარგებლიანი იქნება.

„მივესალმებით კომპანია „მეტროპოლს“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრთა რიგებში. მიუხედავად იმისა, რომ კომპანია შედარებით ახალი დაფუძნებულია, მას უკვე ბალანსზე აქვს წარმატებული და მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც წარმატებით უზრუნველყოფს მომხმარებლის საჭიროებებს. დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და „მეტროპოლის“ თანამშრომლობა საკმაოდ პროდუქტიული და ორმხრივად სარგებლიანი იქნება“,- განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

გიორგი  კაჭარავა - ირანის კრიზისი პოტენციურად, საქართველოს უსაფრთხოების სისტემას პრობლემებს უქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
ქართული ღვინის საერთაშორისო აღიარება - კონკურსზე Mundus Vini „ბადაგონის“ ღვინოებმა 5 ოქროს მედალი მოიპოვა
„ირაოს“ მომხმარებელზე ორიენტირებული სტრატეგია და ინოვაციები, რომლებიც ბაზარზე ლიდერობას განამტკიცებს
ჰეშბანკი და Visa სტრატეგიულ პარტნიორობას იწყებენ: ახალი ეტაპი ციფრული საბანკო სერვისების განვითარებაში
SBC Summit - ევრაზიის უმსხვილესი iGaming კონფერენცია ივლისში თბილისში ბრუნდება