ვახტანგ გომელაური - თურმე ბევრი გარბის შსს-დან, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები - შს სამინისტროში 39 ათას კაცამდე ვართ და წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს

თურმე ბევრი გარბის, ზოგი მექსიკით, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით, საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები - შინაგან საქმეთა სამინისტროში 39 ათას კაცამდე ვართ და წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე ოპოზიციონერი დეპუტატის, ხატია დეკანოიძის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

გომელაურმა შსს-დან წასული თანამშრომლების გასული ორი წლის სტატისტიკაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ 2023 წელს 2965 თანამშრომელი დაითხოვეს, 2909 კი ახალი მიიღეს.

„ძალიან ბევრი ადამიანი ტოვებს [უწყებას], თურმე გარბის, ზოგი მექსიკით გარბის, ზოგი კატარღით, ზოგი წყალქვეშა გემებით - საიდან რას იგონებენ ეს ადამიანები, არ ვიცი. შინაგან საქმეთა სამინისტროში 40 ათასი ადამიანი ვართ. ძალიან ბევრი პოლიციელი გვყავს. სტატისტიკას მოგიყვანთ - 2023 წელს იყო 2965 დათხოვნილი თანამშრომელი იყო და 2909 ახალი თანამშრომელი მივიღეთ. 2022 წელს 4000 ადამიანი წავიდა, 3200 ადამიანი მივიღეთ. ცოცხალი ორგანიზმია. ყველა გარბის და ტოვებს, ამაში ნამდვილად ვერ დავეთანხმებით ქალბატონ ხატიას [დეკანოიძეს]. ზოგი სხვა უწყებაში გადადის, ზოგი სახლში მიდის. ახლებიც მოდიან. 39 ათას კაცამდე ვართ და წლიურად 2000 ადამიანი წავიდეს და ახალი მივიღოთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს“,- განაცხადა გომელაურმა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია